Saturday, June 19, 2010

პროექტი

პროექტის დასახელება: ქართული კერძები. მეზობელი ქვეყნის კერძები, მათი მსგავსება და განხვავება.



პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები (რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, საქართველოს) ერთმანეთს აცნობენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ კერძებს და მომზადების წესებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მეზობელი ქვეყნების ეროვნულ კერძებს. აცნობენ ერთმანეთს მომზადების წესებს, გაეცნობიან კერძების მსგავსებას და განსხვავებებს. შეეჯიბრებიან ცოდნაში და დიასახლისობაში. ყველაზე მთავარი მიზანია შეისწავლონ ინგლისური ენა და ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება მხოლოდ ინგლისური ენის საშუალებით. შექმნიან რეცეპტების წიგნს თავიანთი ქვეყნების კერძებზე, რომელიც განთავსდება მათ მიერ შექმნილ ბლოგებზე.
მონაწილეთა ასაკი :12-13 წელი.
ვადები( ხანგრძლივობა) 20.05.2010.-20.05.2011.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა ,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, რეცეპტების წიგნის ელ. ვერსიის დასურათების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას):
ოთხი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის ეროვნული კერძების რეცეპტების ელექტრონული ვერსია, მსგავსი და განსხვავებული კერძები, ბავშვები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის ჩვევებს. შედგება საინტერესო პრეზენტაციები.
არა მარტო კერძებს გაეცნობიან არამედ ოთხი მეზობელი ქვეყნის მოსწავლეები დაამყარებენ ურთიერთობას ერთმანეთთან მსოფლიო სამუკანიკაციო ენის (ინგლისური) საშუალებით.
სარგებელი სხვებისთვის: გაიცნობენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ კერძების მომზადების წესებს, რეცეპტების წიგნის ელექტრონული ვერსია , რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები. ინგლისური ენის უკეთესად შესწავლა.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარესებს მრავალ საგანში -გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა ქვეყნების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას), ქიმიაში, ბიოლოგიაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, სურათების ატვირთვით) და სხვ.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ზუგდიდის № 9 საჯარო სკოლა, მანანა მიქაია
ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა, იზოლდა ცაგურია
ზუგდიდის რაიონის ინგირის №2 საჯარო სკოლა, გულნარა გულუა
პროექტის ფასილიტატორი: ელისო ჯიბლაძე
ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა, ინგ. ენის მასწავლებელი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
პროექტის ვებ გვერდი (ბლოგი): jibladzeeliso.blogspot.com

No comments:

Post a Comment